Tuesday, November 29, 2016

ქართველი რომანტიკოსები


გაკვეთილის მთავარი თემა
ქართველი  რომანტიკოსები.
სწავლების საფეხურები
საშუალო. მე-11 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
25  მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა.
მოსწავლეები შეძლებენ რომანტიზმისათვის დამახასიათებელი ნიშანთა გათვალისწინებით დაახასიათონ ქართული რომანტიზმი და ქართველი რომანტიკოსები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები.
მოსწავლეები გამოკვლევენ საინტერესო მასალას რომანტიზმის,ქართველი რომანტიკოსების შესახებ.მხატვრული ნაწარმოებების,მოძიებული მასალის მიხედვით აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს.მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით,გააფორმებენ რეფერატებს,რომელშიც გამოკვლეულ მასალას განათავსებენ. ქართული 11.1  განსანვითარებელი უნარები-ზეპირმეტყველებ-მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა[ზეპირი გამოსვლა]კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით. ქართული 11.5  კითხვა.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული იფორმაციის ,თემების,იდეებისადა პრობლემების თვალსაზრისით. ქართული 11.13 .მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესქმნელად.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ ლიტერატურულ მიმდინარეობას - რომანტიზმს , ქართველი რომანტიკოსების ცხოვრების ეპიზოდებსა და შემოქმედების ნაწილებს. მოსწავლეებმა იციან ინტერნეტსში მოიძიონ საჭირო მასალა ,იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება,იციან კვლევის მეთოდები.იციან რეფერატების გაფორმება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.  განმავითარებელი- მასწავლებლის  დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე,ქცევიაზე,აქტიურობაზე. განმსაზღვრელი - მოსწავლეები შეაფასებენ თანატოლთა ჯგუფურ მუსაობას მოცემული რუბრიკების მეშვეობით.                             
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
კომპიუტერი,პროეგტორი,ციფრული ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,ინტერნეტი,მე-11 კლასის სახელმძღვანელო.დაფა,ცარცი,ფურცლები,მარკერები,ფლიფჩარტი.
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი.  თემა  დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას.სასწავლო მიზნები ნაჩვენებია მონიტორზე..კლასში მოსწავლეები განაწილებილი არიან 5 ჯგუფად,თითო გუფში 5-5 მოსწავლეა.A ფაზა-[გამოწვევა].მოტივაციის ამაღლება-3 წუთი.აქტივობა 1.მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას რომანტიზმი  და მოსწავლეები გონებრივი იერიშის საშუალებით აკეთებენ აბლაბუდას.5 წუთი.B ფაზა [შინაარსის რეალიზება].აქტივობა 2.  ჯგეფები წინასწარ დაწერილი რეფერატებს წარმოადგენენ,რომლებსშიც მათი გამოკვლეული მასალაა მოთავსებული დაპრეზენტაციას გააკეთებენ სლაიდ-შოუს ჩვენებით.p.p. გამოყენებით. 25 წუთი ანუ თითოეულ ჯგუფს დაეთმობა 5 წუთი.1 ჯგუფი- რომანტიზმი. 2 ჯგუფი-ქართველი რომანტიკოსები და 1832 წლის შეთქმულება.3 ჯგუფი-ალ. ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება.4 ჯგუფი-გრ.ორბელიანის ცხოვრება და შემოქმედება.  5 ჯგუფი-ნ.ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება.    C ფაზა-[გამთლიანება]    აქტივობა  3. მოსწავლეები იყენებენ წინასწარ დარიგებულ შეფასების რუბრიკას ჯგუფების მუსაობის სესახებ და აფასებენ ერთმანეთს, 7 წუთი.




No comments:

Post a Comment